2017 წელს „თიბისი ბანკმა“ შეაფასა თავისი ავტოპარკის მონაცემები და საწვავის მოხმარება და აღმოჩნდა, რომ საწვავის საშუალო მოხმარება შესამჩნევად მაღალი იყო. შესაბამისად, მაღალი იყო გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებაც. კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად განაახლა არსებული ავტოპარკის 70% და იგი ჩაანაცვლა ჰიბრიდული ტიპისა და ელექტრომობილებით, რამაც უკვე 2018 წლის ბოლოსთვის, 2017 წელთან შედარებით, მთლიანი საწვავის მოხმარება 13%-ზე მეტით შეამცირა.
კომპანია „დიოსთვის” პრიორიტეტია ჯანსაღი გარემო და ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარება. კომპანიამ დაიწყო თანამშრომლობა ამერიკულ ფირმა „Guardian“-თან, რომელიც ქმნის უმაღლესი ხარისხის დაბალემისიურ მინა-პაკეტებს.
2019 წლის 5 ივნისს, გარემოს საერთაშორისო დღეს, პეპსიკომ წამოიწყო პროექტი სახელწოდებით “Go Green”, რომლის მიზანია ჯანსაღი გარემოს შექმნა, ენერგიის დაზოგვა და დაბინძურების შემცირება.
2018 წლის სექტემბერში წამოწყებული კამპანია “დღე მანქანის გარეშე” მიზნად ისახავს დედაქალაქის ქუჩების საცობებისგან განტვირთვას, ჰაერის დაბინძურების პრობლემისთვის საზოგადოების ყურადღების მიპყრობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას და გარემოს გაჯანსაღებაზე ზრუნვას.
პაშა ბანკმა” პარტნიორებსა და თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული, ტრადიციულად, გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. სააღდგომოდ ბანკი შეუერთდა თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძის კამპანიას „გაამწვანე ვარკეთილი“, რომლის ფარგლებშიც 100 მოზრდილი ძირი ნეკერჩხლის ხე და ელდარის ფიჭვი დარგო.
2018 წლის ივნისში “პროკრედიტ ბანკის” სათავო ოფისის სახურავზე დამონტაჟდა წვიმის წყლის შემგროვებელი სისტემა, რაც რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა: შენობის წყალმომარაგების ალტერნატიული, განახლებადი მეთოდის მეშვეობით გარემოზე ზემოქმედების შემცირებას, ბანკის თანამშრომლების, კლიენტებისა და ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას წყლის რესურსების ეფექტიანი მოხმარების მნიშვნელობის შესახებ და ამ პრეცედენტის შექმნით ადამიანების საქმიან და ყოველდღიურ ცხოვრებაში „მწვანე”, ეკოლოგიურად რაციონალური მიდგომების წახალისებას.
კომპანია „რედიქსის“ მიზანი იყო საქართველოს მთიან რეგიონში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით სასტუმროს მშენებლობა, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებდა და ამით არა მხოლოდ შეამცირებდა უარყოფით ზეგავლენას ბუნებაზე, არამედ ხელს შეუწყობდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ენერგოეფექტურობისა და ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მსხვილ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი დასაშვებზე მაღალია. ამ დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო მოშიშვლებული ნიადაგია, საიდანაც ქარის დროს ჰაერში დიდი რაოდენობით მტვრის ნაწილაკი იფრქვევა, მათ შორის, რიგი დაავადებების გამომწვევი აზოტის ოქსიდებიც.