რედიქსი

სასტუმრო „სამზეოს“ მშენებლობა თუშეთში, კერძოდ კი, ომალოში, 2019 წლის ივლისში დასრულდა. ზღვის დონიდან 1880 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, 43-ნომრიანი საერთაშორისო სტანდარტებისა და ხარისხის სასტუმრო ფიქლით ნაშენი ძველი შენობის შემორჩენილ ფრაგმენტებზეა აწყობილი. `სამზეო~ ქვეყანაში პირველი სასტუმროა, რომელიც მთლიანად მზის ენერგიით მარაგდება. სრული ენერგოეფექტურობის მისაღწევად სასტუმროს სახურავზე დამონტაჟდა ქვეყანაში უდიდესი, 100 კილოვატის სიმძლავრის, მზის ელექტროსადგური. ელექტროსადგურის პროექტისთვის საგანგებოდ შეირჩა მუქი ფიქლისფერი მზის პანელები, რომლებიც ორგანულად ერწყმიან ადგილობრივ ლანდშაფტს. ამასთანავე, სასტუმროს მშენებლობამ ხელი შეუწყო ომალოში ინფრასტრუქტურის, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის გაუმჯობესებას.

მზის ელექტროსადგურის პროექტი განახორციელეს კომპანიებმა „სოლარ ენერჯი ჯორჯიამ“ და “მზის სახლმა”.

სასტუმრო “სამზეო” არის „პრეფერდ ჯგუფის“ წევრი, რომელიც ბუტიკის ტიპის 200-მდე სასტუმროს აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით. სასტუმრომ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული, უკვე უმასპინძლა პირველ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტებს.