ვიმ-ბილ-დან საქართველო (პეპსიკო)
პროექტის მეშვეობით, პეპსიკოს სურს მნიშვნელოვნად შეამციროს საკუთარ ოფისებში წყლის, ენერგიის, ქაღალდის, სახარჯი მასალის მოხმარება და არაგადამუშავებადი ნარჩენების რაოდენობა. კომპანია აგრეთვე მიიჩნევს, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს თანამშრომლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და კორპორაციული კულტურის გაძლიერებას.
პროექტის საწყის ეტაპზე, თვითშეფასების სპეციალური ინსტრუმენტის მეშვეობით, შეფასდა პეპსიკოს ოფისების `სიმწვანის~ ხარისხი. გამოვლენილ შედეგებზე დაყრდნობით 2019-2020 წლებისთვის დაიგეგმა რიგი ღონისძიებები, როგორიცაა “Go Green” ყოველკვარტალური ანგარიშების და `მწვანე~ რჩევების ყოველთვიური ელექტრონული ბიულეტენის გამოქვეყნება; გარემოსდაცვითი კამპანიების ჩატარება; ერთჯერად ჭურჭელსა და ჩანთებზე, ბოთლებში ჩამოსხმულ წყალზე, საკვების ერთჯერად შეფუთვებზე, ინდივიდუალურ საკანცელარიო ნივთებზე უარის თქმა; ბეჭდვისას ქაღალდის დამზოგავი პარამეტრების გამოყენება; ხელსაწყოების ავტომატური გათიშვა; დიოდური ნათურების, სენსორული ონკანების და აირსაშრობების დაყენება და მრავალი სხვა.
კომპანია ვარაუდობს, რომ პროექტის მიმდინარეობის ერთი წლის თავზე 20-25%-ით შემცირდება კომუნალური ხარჯები და ნარჩენების რაოდენობა.