ჯეო მულჩი
ორგანული ხის მულჩს, სხვა უამრავ სასარგებლო თვისებასთან ერთად, მისთვის დამახასიათებელი ადსორბციის (შთანთქმის, შეწოვის) უნარის გამო შეუძლია შეზღუდოს მტვრის ნაწილაკებისა და აზოტის მომწამვლელი ოქსიდების ჰაერში გაფრქვევა და, შესაბამისად, წარმატებით გაუმკლავდეს ზემოხსენებულ დაბინძურებას.
კომპანია “ჯეო მულჩის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა საკუთარი ძალებით ეწარმოებინა საინფორმაციო კამპანია და ხმა მათთვის მიეწვდინა, ვინც ზემოხსენებული პრობლემის მოგვარებაზე მიმართულ გადაწყვეტილებას იღებს. ამ ძალისხმევის შედეგად და კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაცია, რომელშიც მულჩირება, გამწვანებასთან ერთად, ქალაქის ლანდშაფტური არქიტექტურის სავალდებულო კომპონენტად დასახელდა.
პროექტი 2018 წლის მარტში დაიწყო და გაგრძელდება მანამ, სანამ მისი საჭიროება იქნება. ამ პერიოდში თბილისსა და სხვა ქალაქებში ათასობით კვადრატული მეტრის ნიადაგის ფართობი უკვე დაიფარა მულჩით.