ირაო

კამპანიის ფარგლებში, “ირაოს” თანამშრომლები ყოველი თვის ბოლო პარასკევს უარს ამბობენ მანქანით გადაადგილებაზე და სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით ან ფეხით მიდიან. ბოლო წლის მანძილზე `ირაოს~ 260 თანამშრომელმა ჯამში 130,404 კილომეტრი გაიარა ფეხით, რითაც დაიზოგა ჟანგბადის ის რაოდენობა, რომელსაც დღე-ღამის განმავლობაში 6250 ადამიანი მოიხმარს. ამ ეტაპზე `დღე მანქანის გარეშე~ `ირაოს~ ორგანიზაციული კულტურის ნაწილად იქცა, თანამშრომლები კი აქტიურად აწარმოებენ კომუნიკაციას სოციალური ქსელების მეშვეობით, რის შედეგადაც კამპანიის შესახებ ინფორმაცია 300,000-მდე ადამიანს მიეწოდა.

ქალაქში კამპანია ჰეშთეგით _ #უმანქანოდრომიარო? და სხვადასხვა გარე აქტივობის მეშვეობით მიმდინარეობს. 2019 წელს მას შეუერთდნენ ცნობადი სახეები და `უილის თაუერს უოტსონის~ ადგილობრივი წარმომადგენლობა. “ირაო” შემდეგი წლიდან სპეციალური სატელეფონო აპლიკაციის მეშვეობით კამპანიაში კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვას აპირებს.