როგორც განვითარებაზე ორიენტირებული ბანკი, „პროკრედიტი“ პასუხისმგებლობით ოპერირებს საბაზრო სივრცეში, აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვით პროექტებს, ზრუნავს თანამშრომლების კეთილდღეობასა და თემის განვითარებაზე.
„ალტიჰატი“ არის სამთო თავშესაფარი და ალპური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 3,014 მეტრ სიმაღლეზე. „ალტიჰატის“ მიზანს წარმოადგენს ალპურ სიმაღლეზე სანიტარიული პირობებისა და ზოგადი უსაფრთხოების გაუმჯობესება, რთულად მისადგომ ადგილებში ტურისტული პოტენციალის განვითარება და მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება.
2017 წელს „თიბისი ბანკმა“ შეაფასა თავისი ავტოპარკის მონაცემები და საწვავის მოხმარება და აღმოჩნდა, რომ საწვავის საშუალო მოხმარება შესამჩნევად მაღალი იყო. შესაბამისად, მაღალი იყო გარემოზე ნეგატიური ზემოქმედებაც. კომპანიამ 2018 წლის განმავლობაში ეტაპობრივად განაახლა არსებული ავტოპარკის 70% და იგი ჩაანაცვლა ჰიბრიდული ტიპისა და ელექტრომობილებით, რამაც უკვე 2018 წლის ბოლოსთვის, 2017 წელთან შედარებით, მთლიანი საწვავის მოხმარება 13%-ზე მეტით შეამცირა.
პროექტის მიზანია კომპანიის თანამშრომლების დამოკიდებულებებისა და განწყობების შეცვლა და კომპანიაში ჯანსაღი სამუშაო გარემოს და ღირსეული შრომის პირობების შექმნა.პროექტი დაიწყო 2018 წელს და დღესაც მიმდინარეობს.
“ეკოისტი” – “ჯიპიაი ჰოლდინგის” ლოიალობის პროგრამაა, რომლის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის და ეკოქცევების პოპულარიზება.
"ფეა თრიიზის“ ყოველწლიური სოციალური პროექტის შედეგად, რომელიც მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევას მოიცავს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებში პირის ღრუს მოვლისა და მკურნალობის შემაშფოთებლად დაბალი დონე გამოვლინდა.
ცნობილი მხატვრის, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის, დავით კაკაბაძის 130 წლისთავის აღსანიშნავად „თიბისი ბანკმა“, დავით კაკაბაძის ფონდთან პარტნიორობით, მასშტაბური პროექტი წამოიწყო, რომელიც 2019 წლის მაისში „თიბისი გალერეაში“ კაკაბაძის მრავალმხრივი შემოქმედების რეტროსპექტული გამოფენით გაიხსნა.
კომპანია ემბისიში CSR-მიმართულების გააქტიურება თამთა ასლანიშვილის სახელს უკავშირდება. 2018 წელს მისი ინიციატივითა და მენეჯმენტთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა კომპანიის CSR-სტრატეგია, სტრუქტურა და ბიუჯეტი. შემდგომ კომპანია გახდა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ქსელის წევრი.
საქართველოში კანონით აკრძალულია არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვა, თუმცა ეს აკრძალვა რეალურად არ სრულდება. ამასთან, ბოლო წლებში შეინიშნება არასრულწლოვანთა შორის ძალადობის ფაქტების შემაშფოთებელი ზრდა.
“ჯეო მულჩის” მიერ 2018 წლის იანვარში დაწყებული პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, ტყის მასივების ხის ნარჩენებისგან, დაავადებული და ამორტიზებული მცენარეებისგან გაწმენდა, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტთან შეთანხმება, რომ ხე-მცენარეების სანიტარული ჭრის შედეგად წარმოქმნილი, სხვა მხრივ გამოუსადეგარი ნარჩენები გასხვისდეს კომპანიაზე, რომელიც ამ ნარჩენებს წარმოების ნედლეულად გამოიყენებს.