ჯეო მულჩი
კერძოდ, ხე-მასალის ნარჩენებისგან მზადდება მულჩი _ სასოფლო-სამეურნეო, დეკორატიული და გარემოსდაცვითი დანიშნულების ნიადაგის საფარი.
პროექტის ფარგლებში, “ჯეო მულჩის” სამუშაო გუნდი რეგულარულად გადის ტყის მასივებში ხე-მცენარეთა ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების, წაქცეული და გამხმარი ხეების გამოსატანად. დღესდღეობით, თბილისის შემოგარენში ხის ნარჩენებისგან ათეულობით ჰექტარი ფართობის ტყე დასუფთავდა. ტყიდან გამოტანილი ბიოლოგიურად სუფთა ნედლეულით `ჯეო მულჩმა~ ბიოორგანული მულჩის წარმოება და ამავდროულად მისი დაპატენტების პროცესი დაიწყო.
„საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციასთან“ პარტნიორობით, `ჯეო მულჩი~ აწარმოებს აქტიურ კომუნიკაციას თბილისის მერიასთან, რომელმაც აღიარა საკითხის აქტუალობა და გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს დადგენილება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალური ხის ნარჩენების აუქციონის სახით გასხვისება.