საქართველოში 70,000-ზე მეტი ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს, ვერ იღებს განათლებას, ვერ ესწრება სპორტულ თუ შემოქმედებით წრეებს. ასეთი ოჯახების დახმარების ინიციატივები მეტწილად სპონტანური, არათანმიმდევრული და არარეგულარულია.
2011 წელს კომპანია „ეფეს საქართველომ“ დააფუძნა ფონდი „ნატახტარი“, რომლის მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების გაძლიერება და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველო“ პარტნიორობით.
ზამთრის ცივ დღეებში გასათბობად კატები ავტომობილის საბურავებს და ძრავს აფარებენ თავს და ამას საქართველოში ყოველწლიურად ასამდე კატა ეწირება. სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ემსახურებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „Animal Project - პროექტი ცხოველებისთვის“ და „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთობლივი პროექტი „კატებზე ზრუნვის ზამთარი“, რომელიც 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე მიმდინარეობდა.
„თეგეტაში“ დასაქმებულთა ორი მესამედი მამაკაცია და ამის გათვალისწინებით კომპანია მუდმივად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც გენდერული სტერეოტიპების დაძლევასა და გენდერულად თანაბარი სამუშაო გარემოს შექმნაზეა მიმართული.
„ლიბერთი ბანკი“ აქტიურადაა ჩართული სამწლიან პროექტში, რომელსაც „მერსი კორფსის“ წარმომადგენლობა საქართველოში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა და „ლიბერთი ბანკის“ დაფინანსებით 2022 წლიდან ახორციელებს.
2021 წლის ნოემბერში ორგანიზაციამ „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ეკოსკოლების მსოფლიო პროექტის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებელს გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობა შესთავაზა.