„თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია კლიენტების, პარტნიორების, მომწოდებლების, თანამშრომლების, ინვესტორების და საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირება ბანკის საქმიანობისა და მისი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზეგავლენის შესახებ.
ემბისის პირველი CSR ანგარიში გამოქვეყნდა 2019 წელს, თუმცა წლიურ ანგარიშებში კომპანიას მუდმივად ჰქონდა (და ამჟამადაც აქვს) შეტანილი სპეციალური საინფორმაციო ბლოკი CSR აქტივობების შესახებ.
ყოველწლიური მმართველობითი ანგარიშგების წარმოება „ლისი დეველოპმენტის“ შიდა კულტურის განუყოფელი ნაწილია. ეს დოკუმენტი იწარმოება „ლისი დეველოპმენტის“ დაარსების პირველი წლიდანვე, როგორც ქართველი, ისე უცხოელი აქციონერებისთვის. გარდა ამისა, კომპანიაში შიდა პროცესების მართვისთვის წარმატებით გამოიყენებოდა და დღემდე გამოიყენება წლიური ანგარიში.