„ალტიჰატი“ არის სამთო თავშესაფარი და ალპური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 3,014 მეტრ სიმაღლეზე. „ალტიჰატის“ მიზანს წარმოადგენს ალპურ სიმაღლეზე სანიტარიული პირობებისა და ზოგადი უსაფრთხოების გაუმჯობესება, რთულად მისადგომ ადგილებში ტურისტული პოტენციალის განვითარება და მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დამკვიდრება.
კომპანია „დიოს“ სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტებია გენდერული თანასწორობა, ღირსეული სამუშაო გარემო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, ეკოლოგიაზე ზრუნვა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანების მხარდაჭერა.
„ემბისის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ასახულია კომპანიის ძირითად ღირებულებებში და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება, ფინანსური განათლების მხარდაჭერა, შრომითი უფლებები, ახალგაზრდების მხარდაჭერა, გამჭვირვალობა და ბიზნეს ეთიკა.
“ი-სპეისისთვის” CSR-ი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან თავად ეს საქმიანობაც გარემოს დაცვას უკავშირდება. კომპანიის მთავარი მწვანე ინიციატივაა ელექტრომობილების დამტენების დაყენება მოსახლეობის ეკომეგობრული ქცევის ხელშესაწყობად; გარდა ამისა, „ი-სპეისი“ ცდილობს აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება გარემოსდაცვით/ეკოლოგიურ საკითხებში.
კომპანია შპს „ოცნების სამყარო“ – “ჭიტა” ძირითად საქმიანობას CSR-ის ორი მიმართულებით ახორციელებს. ესენია: პასუხისმგებლობა საზოგადოების/თემის მიმართ და პასუხისმგებლობა გარემოს მიმართ; კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მომავალ თაობას თანაბრად ჰქონდეს განვითარების შესაძლებლობა, რასაც შესაბამისი გარემოს შექმნითა და ასაკისათვის შესაფერისი სათამაშოების შერჩევით უწყობს ხელს.