ოცნების სამყარო "ჭიტა"
გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად კომპანიაში გამოიყენება ბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკები და ქაღალდის შეფუთვა, ასევე, ქაღალდის ჭიქები. 2019 წელს კომპანიამ რამდენჯერმე მოაწყო დასუფთავების აქცია და დარგო ხეები. საზოგადოების კეთილდღეობის მიმართულებით კომპანია წელიწადში რამდენჯერმე ატარებს საქველმოქმედო აქციას ,,იჩქარე სიკეთის კეთება“, რომელშიც მონაწილეობენ როგორც თანამშრომლები, ისე მომხმარებლები. აქციის ფარგლებში გროვდება სათამაშოები და გადაეცემა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს. საკანცელარიო ნივთებით, სასაჩუქრე ნაკრებებითა და სათამაშოებით 2019 წლის იანვრიდან დღემდე `ჭიტა~ დაეხმარა გურიის 38 საბავშვო ბაღს, დიმიტრი ცინცაძის ფონდის, იაშვილის კლინიკისა და სხვა ორგანიზაციების ბენეფიციარებს.