“ჯეო მულჩის” მიერ 2018 წლის იანვარში დაწყებული პროექტის მიზანია, ერთი მხრივ, ტყის მასივების ხის ნარჩენებისგან, დაავადებული და ამორტიზებული მცენარეებისგან გაწმენდა, ხოლო მეორე მხრივ, თბილისის მუნიციპალიტეტთან შეთანხმება, რომ ხე-მცენარეების სანიტარული ჭრის შედეგად წარმოქმნილი, სხვა მხრივ გამოუსადეგარი ნარჩენები გასხვისდეს კომპანიაზე, რომელიც ამ ნარჩენებს წარმოების ნედლეულად გამოიყენებს.
კრწანისის ტყე-პარკი (ასევე ცნობილი, როგორც ფონიჭალის ნაკრძალი), 210 ჰა ფართობის ტერიტორიაზეა გაშლილი და მტკვრის ჭალის ბუნებრივი ეკოსისტემის ნაწილს წარმოადგენს.
2019 წლის 21 მარტს “პაშაბანკის” თანამშრომლებმა კრწანისის ტყე-პარკში 2 ჰა ფართობის ტერიტორია უკვე მესამედ დაასუფთავეს.
პროექტის მიზანია ნარჩენების წარმოქმნის შემცირება და წარმოქმნილი ნარჩენების მართვა ბანკში. პროექტი ხორციელდება 2012 წლიდან და დღესაც მიმდინარეობს.