პაშაბანკი
ამ ტერიტორიის რეგულარულ მოვლა-დასუფთავებაზე პასუხისმგებლობა `პაშაბანკმა~ 2018 წელს აიღო, როდესაც შეუერთდა CENN-ის მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის".
დასუფთავების პროცესში განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ტყე-პარკის დარჩენილ ტერიტორიაზე დაგროვილი ნარჩენების რაოდენობა, ამიტომ ბანკმა გადაწყვიტა, ტყე-პარკის მთლიანი ტერიტორია (210ჰა) დამატებითი ძალების დახმარებით სრულად გაესუფთავებინა. აქცია კომპანია `ბიოდასუფთავებასთან~ ერთად ორი დღე, ტერიტორიაზე ტექნიკის შეყვანის გარეშე, ჩატარდა. ხალხმა ნარჩენები ხელით მოაგროვა ნაკრძალის შესასვლელთან, რაც შემდეგ “თბილსერვისჯგუფმა” გაიტანა.
კრწანისის ტყე-პარკი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვანე ზონაა, რომლის სუფთად შენარჩუნება თბილისელების საერთო საარსებო გარემოს გაჯანსაღებას უწყობს ხელს. თანამშრომლების მუდმივი ჩართულობა პროექტში და განხორციელებული აქტივობების შესახებ კომუნიკაციის წარმოება ხელს უწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.