პროკრედიტ ბანკი საქართველო

2012 წ. ბანკმა დანერგა ნარჩენების მართვის სისტემა, რომლის ფარგლებშიც შემდეგი საქმიანობები განხორციელდა:

  • ხელი მოეწერა ხელშეკრულებებს ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიებთან, რომლებიც რეგულარულად ახდენენ გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენების გატანას, რეციკლირებას ან მეორედ გადამუშავებას.
  • ბანკის სტრუქტურულ ერთეულებს შორის გადანაწილდა ნარჩენების შემცირებისა და გადამუშავების სფეროებში პასუხისმგებლობები. მიმდინარეობს ნარჩენების აღრიცხვაც სპეციალური პროგრამით –
  • ჩატარდა ნარჩენების მართვის საკითხზე თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების კამპანია, 2019 წ. ბანკის 242 თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი.

ნარჩენების მართვის სფეროში საკუთარი გამოცდილება ბანკმა სხვა მეწარმეებსა და დაინტერესებულ ჯგუფებსაც გაუზიარა.

2018 წელსა და 2019 წლის პირველ ნახევარში ბანკმა გადასამუშავებლად გაიტანა:

  • 12096 კგ. ქაღალდი
  • 305 კგ. პლასტმასა
  • 1757 კგ. შუშისა და ალუმინის ქილა
  • ავტომობილის 47 საბურავი
  • 504 კგ. ბუნებრივი ნარჩენები
  • 5 კგ. მცირე ზომის, AA, AAA ტიპის ბატარეა
  • 5244 კგ. UPS ბატარეა