საქართველოში კანონით აკრძალულია არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვა, თუმცა ეს აკრძალვა რეალურად არ სრულდება. ამასთან, ბოლო წლებში შეინიშნება არასრულწლოვანთა შორის ძალადობის ფაქტების შემაშფოთებელი ზრდა.
პროექტის იდეა დაიბადა 2019 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაკისრებულმა სანქციებმა ქართულ ტურიზმს სერიოზული დარტყმა მიაყენა. ამ დანაკლისის სხვა გზებით შევსებაზე ფიქრისას Betterfly-ში აღმოაჩინეს, რომ მოგზაურების ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სეგმენტია ე.წ. Digital Nomads – ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მოგზაურობენ და თან მუშაობენ.
4 წლის წინ “მეტროფილმ პროდაქშენმა" "საქართველოს ბანკის" ინიციატივით დაიწყო პროექტზე მუშაობა, რომლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისა და ერთმანეთისთვის მილოცვის ტრადიციის დამკვიდრება.