BETTERFLY
შესაბამისად, კომპანიაში გაჩნდა ვირტუალური რესურსის შექმნის იდეა, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა კომპანია შეძლებდა ასეთი ადამიანებისთვის საკუთარი საოფისე სივრცის შეთავაზებას.
ვირტუალური, საერთო სამუშაო სივრცე www.workfromgeorgia.com სრულიად უფასო პლატფორმაა, სადაც საქართველოში არსებული ნებისმიერი კომპანია შეძლებს მასპინძლად დარეგისტრირებას, ხოლო მოგზაური ნებისმიერი ქვეყნიდან – სამუშაო ადგილის დაჯავშნას და ქვეყანაში მეტი ხნით დარჩენას. ასეთი მომსახურება იდეალურადაა მორგებული „დიჯითალ ნომადების“ სურვილზე, იმოგზაურონ მთელი წლის განმავლობაში და შეძლებისდაგვარად მიიღონ ავთენტური გამოცდილება.
პლატფორმის მთავარი მიზანი საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
მომსახურებით უკვე ისარგებლა 50-მდე მოგზაურმა, ხოლო მასპინძელი კომპანიების რაოდენობამ 30-ს მიაღწია. nomadlist.com-ზე, რომელიც „დიჯითალ ნომადებისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, თბილისმა ქალაქების რეიტინგში 70-დან მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.