მეტრო ფილმ პროდაქშენი
საქართველოში დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი, 101 წელია აღინიშნება, მაგრამ ამ დროის მანძილზე საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა ეს თარიღი ეროვნული დღესასწაული. კამპანიის ფარგლებში აქტიურად ისმის მოწოდება გამოფინე დროშა, რომელიც თითოეულ მოქალაქეს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საშუალებას აძლევს გახდეს ამ ტრადიციის ნაწილი. კამპანიის დასაწყისში იგულისხმებოდა დროშის სახლიდან გამოფენა, შემდგომ წლებში კამპანიას დაემატა დროშის გამოფენის სხვადასხვა საშუალება (მაგ., ტორტზე გამოსახვა). 2019 წლის კამპანიის მთავარი მიზანი იყო იმ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებიც უკვე დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და რომელთა უმეტესობა საქართველოს დამოუკიდებლობას საკუთარ მიღწევად არ აღიქვამს. შეიქმნა ვიდეორგოლი, სადაც ხაზგასმულია, რომ თითოეული ადამიანი თავისი არსებობით ყოველდღიურად უწყობს ხელს საქართველოს დამოუკიდებლობას. აღნიშნულ კამპანიაში ჩართულობა წლიდან წლამდე იზრდება და, შესაბამისად, მატულობს 26 მაისს გამოფენილი დროშების რაოდენობაც.