მრ. ვულფი

ამისათვის თავდაპირველად შეიქმნა და თიზერის სახით გავრცელდა პოსტერები, რომლებიც იმეორებდა პოლიტიკური, პოპულისტური კამპანიების ვიზუალიზაციებს. პოსტერების მთავარი პერსონაჟები იყვნენ ახალგაზრდები. შემდგომ დაიგეგმა ღონისძიება – კონცერტი “არადანი”, რომელზე დასწრების საფასურიც გაკეთებული არჩევანი, ანუ ულტრაიისფერ განათებაზე აღმოჩენილი ცერა თითის მარკირება იყო. ამასთან, კომპანია `ზომა~ არჩევნებზე წასულ ახალგაზრდებს ტანსაცმლის მაღაზიაში სიმბოლურ _ 28%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა. პოლიტიკურ პოსტერებს შედეგად დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა ინტერნეტსივრცეში, ხოლო ელექტრონული მუსიკის ღონისძიებას 500-მდე ახალგაზრდა დაესწრო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კამპანიამ თავისი წვლილი შეიტანა ახალგაზრდების გააქტიურებასა და საარჩევნო პროცესში ჩართვაში.