ციფრულ არხებში სრულფასოვანი ინტეგრაცია თანამედროვე ბიზნესისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება; თუმცა, ქართულ ბიზნესკომპანიებს, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესებს, ამ მიმართულებით განვითარებისთვის ხშირად არ ჰყოფნით რესურსები. ამას ადასტურებდა პანდემიის პერიოდში „ტერაბანკის“ ჩატარებული ბიზნესკლიენტების საჭიროებების კვლევაც, რომლის საფუძველზეც 2021 წელს, ბიზნესკლიენტების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, „ტერაბანკმა“ 50 კომპანია მომსახურების სხვადასხვა პაკეტით დაასაჩუქრა.
„უნივერს ბიზნეს გრუპს“ საქართველოს ბაზარზე შემოაქვს სამშენებლო ტექნიკა და თავის მომხმარებლებს თავადვე უტარებს აუცილებელ საწყის ტექნიკურ ტრენინგს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ დროთა განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარება მოითხოვს ტექნიკური პერსონალის პერიოდულ გადამზადებას. შესაბამისად, სამიზნე სამშენებლო ობიექტებზე მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების და მათთვის მოდერნიზებული ტექნიკის ექსპლუატაციის მეთოდოლოგიისა და სამუშაო პროცესის უსაფრთხოების ნორმების გაცნობის მიზნით, კომპანიამ 2017 წლიდან სპეციალური უფასო მასტერკლასების პრაქტიკა დანერგა.