სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ მოზარდებს და ზრუნვის სისტემიდან გასულ ახალგაზრდებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ მზრუნველობა და მხარდაჭერა. სკოლის დამთავრების და სისტემის დატოვების შემდეგ 18 წლის ახალგაზრდებს აქვთ საცხოვრებლის, დასაქმების, პროფესიის შერჩევისა და საკვებზე ზრუნვის პრობლემა.Aამ სამიზნე ჯგუფებთან და ამ პრობლემების გადაჭრაზე საქართველოში ძალიან ცოტა აქტორი მუშაობს.
„ეფეს საქართველოს“ გამოცხადებული პრიორიტეტია საზოგადოების კეთილდღეობისკენ მიმართული მდგრადი პროექტების განხორციელება. კომპანიის რწმენით, ყველაზე წარმატებული პროექტები სხვადასხვა სექტორთან პარტნიორობით, საერთო რესურსებისა და კომპეტენციების გამოყენებით იგეგმება და ხორციელდება
საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები სხვადასხვა გამოწვევისა და დაბრკოლების წინაშე დგანან.
მუდმივი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ განვითარებისთვის სჭირდებათ.