საზოგადოების მხარდაჭერა

ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ის გამორჩეული პროგრამა/პროექტი/ინიციატივა, რომელიც კომპანიამ განახორციელა კანონით დაკისრებული მოთხოვნების მიღმა და რომლის მიზანიც იყო მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების და მთლიანად საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ.
ინიციატივა შეიძლება ეხებოდეს ჰუმანიტარული დახმარების გაწევას მოწყლვადი ჯგუფებისთვის, სოციალურად დაუცველი პირებისთვის ან იმ ადამიანებისთვის ვინც ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. ასევე მოიცავდეს სხვადასხვა აქტივობებს, რომელთა მიზანია საზოგადოების ფიზიკურ, მენტალურ და ფინანსურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ექიმების და ზოგადად ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა, და ა. შ.

იხილეთ:  
განაცხადის ფორმა; შეფასების სახელმძღვანელო