კორპორაციული პასუხისმგებლობა სააქციო საზოგადოება „ემბისის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და ასახულია კომპანიის ძირითად ღირებულებებში. მიმართულებების განსაზღვრა გარკვეული პერიოდულობით ხდება, დაინტერესებული მხარეების მოლოდინისა და სექტორის მოთხოვნების გათვალისწინებით.
კომპანიას სურვილი აქვს ყველა დონეზე გააერთიანოს მდგრადი ბიზნესპრაქტიკა და ხელი შეუწყოს მსოფლიოს მდგრად ტრანსფორმაციას. კომპანიის აქტივობები მიმართულია მდგრადობასა და CSR-ზე.
კომპანიამ 2021 წლიდან დანერგა ESMS სისტემა, რომელიც სავალდებულოა როგორც კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის, ისე კონტრაქტორი კომპანიებისათვის. ამ სისტემის ფარგლებში 2022 წელს კომპანიამ შეიმუშავა წყლის რესურსებისa და ენერგიის სტრატეგია, ოფისის თანამშრომლებისათვის გაკეთდა შრომის უსაფრთხოების მართვის გეგმა, კომპანიამ დაამტკიცა საჩივრების პოლიტიკა და პროცედურა.
PMCG მუშაობს მთელ მსოფლიოში ქცევის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, კეთილსინდისიერების, ეთიკის, ანტიდისკრიმინაციისა და ბავშვთა დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და ასევე ანტიკორუფციული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, რათა ხელი შეუწყოს კარგ მმართველობას.
„ალტიჰატი“ არის ზღვის დონიდან 3014 მეტრის სიმაღლეზე მდებარე პირველი სამთო თავშესაფარი კავკასიაში, რომლის მიზანია ალპურ სიმაღლეზე ნარჩენების მართვის დანერგვა, უსაფრთხოების სისტემის გამართვა და ადგილობრივი თემისთვის ახალი შესაძლებლობების განვითარება.
კომპანია „ბიმ კუბის“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა და ხელშეწყობა როგორც კომპანიის შიგნით, ისე ქართულ სამშენებლო და საინჟინრო ინდუსტრიაში. კომპანიის საქმიანობა მაქსიმალურად ორიენტირებულია სამშენებელო ნარჩენების ოპტიმიზაციასა და გარემოს დაცვაზე, ქალთა გაძლიერებასა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობაზე.
„ფაბერი“ არის მოდის პირველი ქართული ონლაინპლატფორმა, რომელიც აერთიანებს ადამიანებს, რომელთაც სურთ იყიდონ და გაყიდონ ტანსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის საშუალებები. კომპანიამ შექმნა ტექნოლოგიური, ლოგისტიკური, გადახდის დამუშავების, ავტორიზაციის და მარკეტინგის ეკოსისტემა, რომ ტანისამოსს ხელახალი გამოყენების შესაძლებლობა შექმნას და თან მხარი დაუჭიროს მდგრადი და ეთიკური ფასეულობებით მომუშავე ადგილობრივ ბრენდებს, რათა მათ კონკურენცია გაუწიონ მოდის ინდუსტრიას.
„ჯეპრა“ აქტიურად უწყობს ხელს მდგრადი განვითარების მიზნებს და სტრატეგიაზე დაყრდნობით შეარჩია რამდენიმე მიზანი, რომელიც აერთიანებს კომპანიის მიერ ორგანიზებულ ყველა აქტივობას. „ჯეპრა“ არის გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი და ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ვალდებულების შესრულებას ან ინიციატივებში მონაწილეობას.