ალტიტუდა (ალტიჰატი 3014)

„ალტიჰატი“ არის ზღვის დონიდან 3014 მეტრის სიმაღლეზე მდებარე პირველი სამთო თავშესაფარი კავკასიაში, რომლის მიზანია ალპურ სიმაღლეზე ნარჩენების მართვის დანერგვა, უსაფრთხოების სისტემის გამართვა და ადგილობრივი თემისთვის ახალი შესაძლებლობების განვითარება.

კომპანიამ საქმიანობა 2015 წელს დაიწყო და დღემდე აქტიურად აგრძელებს.

„ალტიჰატი“ არის ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შვეიცარიაში დამზადებული თანამედროვე ტიპის მთის ქოხი, გათვლილი 45 ადამიანზე და პატარა ქოხი – 6 ადამიანზე, სადაც ნებისმიერ მსურველს, შესაბამისი საჭიროებით, მთელი წლის განმავლობაში შეუძლია უსასყიდლოდ ღამის გათენება. Qქოხი სრულიადაა  აღჭურვილი და კომფორტულად მოწყობილი. სამზარეულო სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტის დაცვითაა გამართული.Aადგილზეა ბიბლიოთეკა და საფოსტო ყუთი. აქ ექსტრემალური სპორტის მოყვარულთათვის წელიწადის ყველა დროსაა შესაძლებელი კომფორტული დასვენება. სისტემა მთლიანად მზის განახლებად ენერგიაზეა მორგებული, რისთვისაც დამონტაჟებულია მზის პანელები.

„ალტიჰატი“ მუდმივად ასუფთავებს ალპურ სიმაღლეზე მოწყობილი კემპინგის ტერიტორიას. სისტემური გადაწყვეტისთვის კომპანიამ კერძო და პირადი ინვესტიციების დახმარებით ბიოსაპირფარეშოები დაამონტაჟა და სრულყოფილად გამართა. ამან ხელი შეუწყო სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებას.

„ალტიჰატმა“, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით, მდინარე ჩხერეზე დაამონტაჟა უსაფრთხოდ გადასასვლელი ხიდი. 2019 წელს, გაზრდილი ტურისტული ნაკადის გამო, დაამონტაჟეს მეორე ხიდიც.

ადგილზე სამაშველო ოპერაციებისთვის გაკეთდა ვერტმფრენის დასაჯდომი ბაქანიც. 2014 მეტრის სიმაღლეზე საკუთარი შესაძლებლობებით გაიმართა მობილური კავშირი, რომლის საშუალებითაც მაღალი ხარისხის ფიჭური სიგნალით იფარება ალპური ტერიტორია, მყინვარის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამაშველო/საძიებო სამუშაოებისთვის.

„ალტიჰატი“ აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თემთან. Qქოხის მომარაგება მთლიანად ადგილობრივი მიკრომეწარმეების ცხენებით ხდება. ადგილობრივი ფერმერების მიწოდებული სურსათით მზადდება საკვები ტურისტებისათვის და სასტუმროს მოვლაში, თეთრეულის რეცხვასა თუ სხვა მომსახურებაშიც ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.

„ალტიჰატი“ არის სოციალური საწარმო, რომლისთვისაც მთავარი მიზანია თანამშრომლებზე ზრუნვა. თანამშრომლების ანაზღაურება მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. კომპანია სრულად უზრუნველყოფს საპენსიო შენატანს. კომპანია ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზეც, რისთვისაც ყოველწლიურად ორკვირიან ტრენინგს ატარებენ შვეიცარიელი და იტალიელი ექსპერტები. ეს პრაქტიკა პანდემიის პერიოდშიც არ შეჩერებულა.

2019 წლიდან დაინერგა საერთაშორისო მასშტაბის ყოველწლიური ორი სპორტული ფესტივალი და მარათონი.Y„ყაზბეგი სქაი რეისი“ იატას მიერ სერტიფიცირებული, ყოველწლიური, ექსტრემალური გარბენია, რომელიც ტარდება კომპანია „თრეველ ლაბთან“ ერთად. Aამავე კომპანიასთან ერთად დაფუძნდა რეგიონში პირველი სკიტურნირი – ახალი კონია სკიმო.

2020-2022 წლებში კომპანიამ შეაგროვა და ჩამოიტანა 500 კგ-მდე ნარჩენი, რაც საგრძნობლად ნაკლებია 2016-2019 წლების მონაცემებზე (4 ტონაზე მეტი). Eეს შედეგი კომპანიის დანერგილმა სისტემურმა მიდგომამ განაპირობა.

2018 წლიდან დღემდე, მუდმივი სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით, „ალტიჰატის“ გუნდმა შეძლო 14-ზე მეტი უბედური შემთხვევის თავიდან აცილება.

ქოხებში შეიფარეს 50-ზე მეტი უცხოელი ტურისტი.

ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მოხდა აუცილებელი საგზაო ნიშნებისა და მარკირებების დამონტაჟება.

პოსტპანდემიურ პერიოდში, 2021-2022 წლებში, ტურისტების რიცხვმა 2018-2019 წლების მაჩვენებელს მიაღწია.

2022 წელს თანამშრომლობის და პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა შვეიცარიულ კომპანია „ბალისთან“, მუშაობა მიმდინარეობს სამთო სამაშველო ქოხის ახალ პროექტზე, რომელიც ზღვის დონიდან 3700 მეტრ სიმაღლეზე დაიდგმება. Qქოხის გახსნა იგეგმება 2024 წელს. პრეზენტაციას „ბალის ფონდის“ წარმომადგენლები ჩაატარებენ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის და ქვეყნის პოპულარიზაციას.