კომპანია ემბისიში CSR-მიმართულების გააქტიურება თამთა ასლანიშვილის სახელს უკავშირდება. 2018 წელს მისი ინიციატივითა და მენეჯმენტთან აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა კომპანიის CSR-სტრატეგია, სტრუქტურა და ბიუჯეტი. შემდგომ კომპანია გახდა არაერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ქსელის წევრი.
წლის CSR-მენეჯერის ნომინაციაში სასტუმრო “ჰილტონიდან” წარდგენილია მისი გენერალური მენეჯერი, ბატონი ტორსტენ ველერი. ჰილტონი CSR-პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს: ახალგაზრდების განვითარება, გარემოს დაცვა, თანამშრომელთა კეთილდღეობა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა და სხვა.