წინა წლების მონაწილეები

2019


2019 წელს "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora" საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით მეორედ ჩატარდა.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში რეგისტრირებულმა ბიზნეს კომპანიებმა. მათ მიერ წარდგენილი CSR ინიციატივები სფეროს ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა შეაფასეს და მათ შორის საუკეთესოები გამოავლინეს.

კონკურსი მოიცავდა CSR-ისთემაზე 6 ძირითად და 3 სპეციალურ კატეგორიას. სპეციალური ჯილდო გრანპრი წლის პასუხისმგებელ მსხვილ და მცირე და საშუალო კომპანიებს გადაეცათ.