საქართველოში პლასტმასის ნარჩენების მწვავე პრობლემის მოსაგვარებლად „პოლივიმი“ კომპლექსურ ინიციატივას ახორციელებს. 2020 წელს დაწყებული პროექტი ფოკუსირებული იყო პოლიეთილენ ტერეფტალატის (PET) გადამუშავებაზე, ხოლო 2023 წელს ნარჩენების უფრო ფართო სპექტრის დაფარვის მიზნით გაფართოვდა და პოლიპროპილენისა (PP) და პოლიეთილენის (PE) გადამუშავებაც მოიცვა.
კომპანია „თეგეთა“ -ს განცნობიერებული აქვს მისი საქმიანობის გავლენა გარემოზე, რაც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების გამოყენებას, ენერგიის მოხმარებას, ნარჩენების წარმოქმნას, ჰაერისა და წყლის დაბინძურებას, პროდუქციისა და სერვისების ზეგავლენას გარემოზე და ა.შ. „თეგეტა“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული კორპორაციული მდგრადობის სტრატეგია წარუდგინა საზოგადოებას.