"მეიჯერელ საქართველო“

კომპანია „მეიჯერელ საქართველოსთვის“ პანდემიის პირობებში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ქმედითუნარიანობის შენარჩუნება, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდიდა სამუშაო ადგილების სახელფასო ფონდით უზრუნველყოფას. კომპანიამ განახორციელა პროექტი, რომელის მიზანიც თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო შექმნა და მათი მოტივაციის შენარჩუნება იყო. 

განხორციელებული პრევენციული აქტივობებისა და პროცედურების შედეგად, მაქსიმალურად შეიზღუდა კომპანიის შიგნით კორონავირუსის გავრცელება და თანამშრომლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.    

კომპანიამ ოფისის თანამშრომლები ეტაპობრივად გადაიყვანა დისტანციურ მუშაობაზე და თან მუდმივად ცდილობდა  მათთვის აემაღლებინა მოტივაცია.  

გატარებული სამუშაოების შედეგად, კომპანიამ სრულად შენარჩუნდა 1200 თანამშრომელი, რომელთა უმეტესობა გადავიდა დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე.

კომპანიის სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შედეგად შეიქმნა დამატებით 700 სამუშაო ადგილი. რეგულარულად მიმდინარეობდა თანამშრომლების ტესტირება, რამაც მინიმუმამდე შეამცირა კომპანიის შიგნით ინფიცირების გადადება და 9 თვის განმავლობაში მხოლოდ 87 ინფიცირებული ჰყავდა.