სს "ემბისი" (მიკრობიზნესკაპიტალი)

კომპანია „ემბისის“ მიზანია მომხმარებლებს გაუწიოს მათ საჭიროებებზე მორგებული, გამჭვირვალე და მაღალი ხარისხის მომსახურება და ხელი შეუწყოს სოციალური სარგებლის მაქსიმალურად გაზრდას. ამ მიზნით, 2020 წლის მარტში დაიწყო პროექტი და დღესაც მომდინარეობს. 

პანდემიამ განსაკუთრებული გავლენა იქონია კომპანიის მომხმარებლებზე _ მათი უმეტესობა მეწარმეები და ფერმერები არიან და კრიზისმა მათ შემოსავალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. შესაბამისად, გადახდასთან დაკავშირებითაც შეიქმნა გარკვეული პრობლემები. „ემბისი“ არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც საშეღავათო პერიოდით სარგებლობა შესთავაზა თავის მომხმარებლებს. პანდემიის პერიოდში გადავადების თხოვნით კომპანიას მომხმარებლების 70%-მა მიმართა და ყველა დაკმაყოფილდა. საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ წლიური საპროცენტო განაკვეთი მინიმუმ 1%-ით შემცირდა. ივლისის თვემდე ყველა სესხზე შეჩერდა ვადაგადაცილების საკომისიოს დარიცხვა. გადავადებისა და რესტრუქტურიზაციაზე განცხადებების განხილვები დღემდე გრძელდება. 

პანდემიის პერიოდში „ემბისისთვის“ ასევე გამოწვევა  იყო ყველა ფილიალში შეექმნა მომხმარებლისათვის უსაფრთხო გარემო, რაც ფილიალების რეგულარულ დეზინფექციას, თანამშრომელთა პირბადითა და ხელთათმანებით, ხოლო მომხმარებლების სადეზინფექციო ხსნარით უზრუნველყოფას მოიცავდა. 

პანდემიის პერიოდში არ შეჩერებულა მუშაობა პროექტზე „ფინანსური მრჩეველი“, რომლის მეშვეობითაც კომპანიის მომხმარებლები იღებდნენ უფასო ონალინკონსულტაციბს და მონაწილეობდნენ ფინანსების სფეროს ტრენინგებში, ამის შედეგად კი მიიღეს ბიზნესის გაგრძელებასა და კრიზისთან ადაპტაციის პროცესთან დაკავშირებული რჩევები.