ტენე
2021 წელს „ტენემ“ დაიწყო პირველი ქართული ეკოლოგიურად სუფთა USB კაბელის წარმოება სხვადასხვა ელექტრონული გაჯეტისათვის. მისი ძირითადი ღირებულებებისა და ბიზნესმოდელის შესაბამისად, კომპანია ახლის წარმოებისთვის ამუშავებს და შემდეგ იყენებს გადაგდებული ბოთლის თავსახურებს და დაზიანებულ USB კაბელებს.
კომპანია საკუთარ თავს ცვლილებების აგენტად ხედავდა და ჩამოაყალიბა სტრატეგიული პარტნიორობა სხვადასხვა ბიზნესსა და ქსელთან პლასტიკური ნარჩენების შეგროვების, პლასტიკური ნარჩენების გამოყოფის ადვოკატირებისა და ნარჩენების მართვის ხელშეწყობისთვის. „ტენე“ აგროვებს გადაყრილ პლასტმასის პროდუქტებს მოსახლეობისა და ადგილობრივი ბიზნესებისგან, ატარებს ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივების, მდგრადი, მწვანე ეკონომიკისა და ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ.
გარდა ამისა, „ტენემ“ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ააშენა თავისი საწარმო ქარხანა, მოამზადა და დაასაქმა ადგილობრივი თემის წარმომადგენლები. როგორც თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი კომპანია, აძლევს შესაძლებლობას მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, ქალებსა და მამაკაცებს, იმუშაონ ღირსეულ გარემოში.
ძირითადი ღირებულებების სრული დაცვით, კომპანია საქონლის წარმოებისთვის იყენებს მზის პანელებით გამომუშავებულ ენერგიას.