PepsiCO საქართველო /ვიმ-ბილ-დან
2021 წელს კომპანიამ გადაწყვიტა დაეწყო განახლებადი ენერგიის გრძელვადიანი პროექტი მწარმოებელი ქარხნის სახურავზე მზის პანელების განთავსებით. პროექტში მონაწილეობდა რამდენიმე ექსპერტი და სპეციალისტი. ადგილობრივმა გუნდმა მოახერხა პანელების დამონტაჟება სახურავის ყველაზე ეფექტურ ფრთაზე, მზის მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღებად. პროექტის მიზანი იყო გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირება, განახლებადი ენერგიის გამოყენება და IRR-ის 10%-ის მიღწევა.
საბოლოოდ, 1500 კვ.მ სახურავზე 682 პანელი დამონტაჟდა და იწარმოება 303 კვტ ენერგია. IRR-ის რეალური 6 თვის შედეგი 11%-ია, რაც წარმოადგენს მზის სინათლის გამოთვლას ენერგიის წარმოებაში. CO ემისიების წლიური შემცირება იქნება 111 000 კგ. სამომავლოდ კომპანია გეგმავს გააფართოოს პანელების მონტაჟი, შეამციროს ნახშირორჟანგი და გაზარდოს განახლებადი ენერგიის რაოდენობა.
2023 წელს PepsiCo გეგმავს გაფართოებას და მიზნად ისახავს ჩვენი ენერგიის მოხმარების 40-45% მზის პანელებით დაფაროს.