PepsiCO საქართველო /ვიმ-ბილ-დან
კომპანიას აქვს გეგმა 2025 წლისთვის ნაგავსაყრელზე ნული ნარჩენი განათავსოს. ამ მიზნის მისაღწევად კომპანიამ 2020 წლიდან დაიწყო სხვადასხვა ინიციატივის განხორციელება.
2022 წელს კომპანიამ განსაზღვრა გუნდი, რომელიც პასუხისმგებელი იყო პროექტის განხორციელებაზე ადგილობრივად. პროექტის მიზანია თავიდან აიცილოს კომპანიის ნახმარი და ჩამოწერილი ტექნიკის ნაგავსაყრელზე მოხვედრა.
საქართველოში შეუძლებელია კომპიუტერის ნაწილების საფუძვლიანი გადამუშავება, ამიტომ კომპანიამ დაიწყო პარტნიორობა საერთაშორისო კომპანიასთან UAE, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება კომპიუტერული ნარჩენების გადამუშავებაში. UAE-ის მომსახურება შეესაბამება გლობალურ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, 100% გარანტიით, რომ ისინი იყენებენ ტექნიკას რეცირკულაციის მიზნით.
პროექტი გრძელვადიანი ინიციატივაა. ამჟამად PepsiCo-მ მოახერხა 550 კგ ტექნიკური და სახიფათო ნარჩენები არ გაეგზავნა ნაგავსაყრელზე და ასე დაიცვა გარემო და საზოგადოება ნარჩენებით დაბინძურებისგან.