2018-2020 წლების მონაცემებით, საქართველოში ყოველთვიურად 125 ტონა მეორადი მოხმარებული ზეთი რჩებოდა ნარჩენის სახით და არსებობდა ამ ნარჩენის უტილიზაციის სწორი, ეფექტური გზა, არც შესაბამისი კანონმდებლობა.
ბუნებრივი რესურსი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ერთ დღესაც შეიძლება ამოიწუროს. ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ.გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ თავისი საქმიანობიდან მიღებული ნარჩენების მართვის ეფექტურ გეგმას ახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს მათ სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას/რეციკლირებას, პროდუქტის უტილიზაციას და მის სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე მიყვანას.