თეგეტა ჰოლდინგი
ბუნებრივი რესურსი, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ, ერთ დღესაც შეიძლება ამოიწუროს. ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ.გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ თავისი საქმიანობიდან მიღებული ნარჩენების მართვის ეფექტურ გეგმას ახორციელებს, რომელიც ითვალისწინებს მათ სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას/რეციკლირებას, პროდუქტის უტილიზაციას და მის სასიცოცხლო ციკლის ბოლომდე მიყვანას.თეგეტას შვილობილი ორგანიზაცია - თეგეტა გრინ პლანეტი სწორედ ზემოთაღნიშნული პროცესების სრულყოფილად განხორციელებისთვის და კონტროლისთვის შეიქმნა. ორგანიზაცია მუშაობს ნარჩენების მართვის იერარქიაზე, რათა შენარჩუნებული იყოს პროდუქციის მატერიალური და ენერგეტიკული ფასეულობის უმაღლესი დონე.
თეგეტა გრინ პლანეტი უზრუნველყოფს ნარჩენი ზეთის, მეორადი საბურავის და აკუმულატორის შეგროვებას შესაბამის მოწყობილ სათავსოებში, ტრანსპორტირებას შესაბამისი ნებართვების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით და გადაცემას აღდგენა-გადამუშავების მიზნით ნებართვების მქონე კომპანიებზე. 2022 წლის განმავლობაში თეგეტას ფილიალებში მოეწყო 15 შეგროვების პუნქტი. 2022 წლის განმავლობაში, კომპანიაში ცალკეულად აღირიცხებოდა ნარჩენები: ნარჩენი ზეთი - 720 ტონა, საბურავები - 918 ტონა, აკუმულატორები - 360 ტონა.
„თეგეტა ჰოლდინგი“ „მწვანე ოფისის“ მიმართულებითაც აქტიურად მუშაობს და ოფისებსა და სერვისცენტრებში უზრუნველყოფს მეორადი პლასტმასის და ქაღალდის შეგროვებასა და პარტნიორ საწარმოებში ჩაბარებას მათი გადამუშავების მიზნით.
2022 წლის მონაცემებით, მაკულატურის გადამუშავებით, დაიზოგა 2800 შეკვრა ქაღალდი, რაც იმას ნიშნავს, რომ 150 ხე გადაურჩა მოჭრას. დოკუმენტაციის დიჯითალიზაციით საშუალოდ 60-მდე ხე გადაურჩა მოჭრას. თეგეტაში წლის განმავლობაში 40,800-მდე პლასტმასის ბოთლი გროვდება და იგზავნება გადასამუშავებლად.კომპანია ასევე აქტიურად მუშაობს გარემოზე ტრანსპორტის ზეგავლენის შემცირებაზე. მათ შორის აღსანიშნავია „თეგიტას“ შვილობილი კომპანიის „პორშე ცენტრი თბილისის“ დამსახურება, რომელიც ელექტრო და plug-in ჰიბრიდი ავტომანქანების იმპორტს ახორციელებს. 2022 წლის მონაცემებით, გაყიდული მანქანების რაოდენობამ 56 ერთეული შეადგინა, ელექტროდასამუხტი სადგურები კი 5 ადგილას განთავსდა.
„თეგეტა“ მცირე, საშუალო თუ დიდ სამშენებლო პროექტებს თანამედროვე სტანდარტით ახორციელებს, რა დროსაც ხარისხის აუცილებელი შემადგენელი ნაწილი სწორედ ენერგოეფექტურობაა. ამ მიმართულებით კომპანიამ აიღო EDGE-ის სერტიფიკატი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC-ს) მიერ შემუშავებული EDGE-ის კრიტერიუმებს, რომელიც მწვანე შენობების, ენერგო- და რესურსეფექტურობის ინოვაციური შეფასების ინსტრუმენტია.