m2

კომპანიამ 2021 წლიდან დანერგა ESMS სისტემა, რომელიც სავალდებულოა როგორც კომპანიის ყველა თანამშრომლისთვის, ისე კონტრაქტორი კომპანიებისათვის. ამ სისტემის ფარგლებში 2022 წელს კომპანიამ შეიმუშავა წყლის რესურსებისa და ენერგიის სტრატეგია, ოფისის თანამშრომლებისათვის გაკეთდა შრომის უსაფრთხოების მართვის გეგმა, კომპანიამ დაამტკიცა საჩივრების პოლიტიკა და პროცედურა.

კომპანიაში პროექტის დაწყებამდე ფასდება ტერიტორია და ვლინდება ყველა გარემოსდაცვითი რისკი, რომელიც შემდგომ გათვალისწინებულია.  პროექტის განხორციელებისას გარემოსა და ადამიანებზე მოსალოდნელი მაღალი ზეგავლენის შესამცირებლად რეგულარულად ტარდება ხმაურისა და მტვრის მონიტორინგი. საჭიროების შემთხვევაში, მუშავდება შემარბილებელი ღონისძიებები.

კომპანია მშენებლობის პროცესში ეფექტურად იყენებს და ზოგავს რესურსებს და ცდილობს თავიდან აირიდოს მიწისქვეშა და მიწისზედა წყლების დაბინძურება.

წყლის რესურსების და ენერგიის სტრატეგიის მიხედვით, ყველა კონტრაქტორ კომპანიას ევალება წარმოდგენილ გეგმაში ენერგიისა და რესურსების დამზოგავი ღონისძიებების ჩართვა. ნარჩენების რაოდენობის შესამცირებლად კონტრაქტორი კომპანიები ვალდებული არიან სამშენებლო მასალები იმ რაოდენობით შეიძინონ, რაც აუცილებელია მშენებლობის პროცესისათვის.

შრომის უსაფრთხოების გეგმით მაქსიმალურად უზრუნველყოფილია არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება, სამუშაო სივრცეში მყოფი შიდა პერსონალისა თუ ნებისმიერი სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფუნქციური შესაძლებლობების დაცვა და შრომის პირობებისა და პროცესების ოპტიმიზაცია.

კომპანია უზრუნველყოფს შიდა და გარე საჩივრების სამართლიან განხილვას და მათ კონფიდენციალურობას. საჩივრების გასაგზავნად ვებგვერდზე განთავსდა სპეციალური ბმული, ხოლო სამშენებლო ობიექტებზე – სპეციალური ყუთები.