PMCG - პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფი
PMCG მუშაობს მთელ მსოფლიოში ქცევის უმაღლესი სტანდარტების დაცვით, კეთილსინდისიერების, ეთიკის, ანტიდისკრიმინაციისა და ბავშვთა დაცვის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების და ასევე ანტიკორუფციული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, რათა ხელი შეუწყოს კარგ მმართველობას.
კომპანიას მიაჩნია, რომ მოტივირებული და განათლებული ახალგაზრდები ეფექტური განვითარების უძლიერეს საფუძველს წარმოადგენენ და ამიტომ PMCG სამსახურში ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, აქვს პერსონალის განვითარების პროგრამები, თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) ორ მაგისტრანტს უფინანსებს სწავლას, აქვს საზაფხულო სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებს აძლევს სტიპენდიას.
კომპანია ჩართულია გარემოს მდგრად განვითარებაში, ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციას, გეგმავს კატასტროფების რისკის შემცირებას და უზრუნველყოფს გარემოს დაცვის კანონმდებლობის დაცვას ყველა ქვეყანაში, სადაც ის მუშაობს. მისი გარემოსდაცვითი პოლიტიკა აყალიბებს გარემოს დაცვის მიმართ PMCG-ის ვალდებულებას.
კომპანიამ მთავრობებისა და საზოგადოების ეკონომიკური თავისუფლების განვითარების მხარდაჭერის შემდეგ, 2017 წელს, ოფიციალურად წარმოადგინა თავისი CSR ხედვა და შემდეგ ჩამოაყალიბა მკაფიო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მდგრადი განვითარების ყველა მიზანზე.