ჯეპრა
„ჯეპრა“ აქტიურად უწყობს ხელს მდგრადი განვითარების მიზნებს და სტრატეგიაზე დაყრდნობით შეარჩია რამდენიმე მიზანი, რომელიც აერთიანებს კომპანიის მიერ ორგანიზებულ ყველა აქტივობას. „ჯეპრა“ არის გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი და ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი, რაც გულისხმობს სხვადასხვა ვალდებულების შესრულებას ან ინიციატივებში მონაწილეობას.
„ჯეპრა“ მხარს უჭერს ადამიანის უფლებებს და ყველასთან თანაბარ მოპყრობას. კომპანია ქმნის უსაფრთხო სამუშაო გარემოს ყველა თანამშრომლისთვის და იცავს თანამშრომლებს სამუშაო ადგილზე შევიწროებისგან. გუნდმა შექმნა შესაბამისი მექანიზმი თანამშრომლებისთვის ადამიანის უფლებების და შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. კომპანიას სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა ინსტიტუტებთან პარტნიორობით აქვს ყველა თანამშრომლისთვის განკუთვნილი ყოველწლიური ტრენინგპროგრამები, რომლებიც ეხება გენდერული თანასწორობის საკითხებს, სექსუალურ შევიწროებას და გენდერული ძალადობის სხვა ფორმებს.
კომპანიის დასაქმების პოლიტიკა მოიცავს შრომითი ურთიერთობების ყველა ასპექტს, მათ შორის, დაქირავებასა და დაწინაურებას, ტრენინგების შეთავაზებას, ხელფასების ადმინისტრირებას.
კომპანია უზრუნველყოფს, რომ შიდა პროცედურები მხარს უჭერდეს კომპანიის ანტიკორუფციულ ვალდებულებას და ყველა ბიზნესტრანზაქციაში იცავდეს მკაცრ ეთიკის კოდექსს.