GEC საკონსულტაციო კომპანია
კომპანიას სურვილი აქვს ყველა დონეზე გააერთიანოს მდგრადი ბიზნესპრაქტიკა და ხელი შეუწყოს მსოფლიოს მდგრად ტრანსფორმაციას. კომპანიის აქტივობები მიმართულია მდგრადობასა და CSR-ზე. მდგრადობა არის კომპანიის სტრატეგიის ნაწილი, რაც ჩანს მის ყველა ქმედებასა და აქტივობაში. კომპანია ყოველწლიურად 100-ზე მეტ საჯარო და კერძო ორგანიზაციას უწევს კონსულტაციას სხვადასხვა საკითხზე და ეს კონსულტაციები ყოველთვის მტკიცედაა ორიენტირებული მდგრადობაზე. კონსულტირებისას ყურადღება მახვილდება არა მხოლოდ კომპანიისა და მისი კლიენტების ნეგატირუი ზეგავლენის შემცირებაზე, არამედ პოზიტიურ ცვლილებებზე საზოგადოებასა და პლანეტაზე.
კომპანიას ჩამოყალიბებული აქვს მდგრადობისა და მისი ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნების შესახებ პოლიტიკა, რომელიც თანამშრომლებისა და კლიენტებისთვის ციფრული საკომუნიკაციო არხებითა და ცოდნის გაზიარების ორგანიზაციაში ჩატარებული პერიოდული სესიებითაა ხელმისაწვდომი.
კომპანია მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მიზნებს და ასრულებს ვალდებულებას ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციის შესახებ გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპით. ამ სტრატეგიის მისაღწევად კომპანია მხარს უჭერს იმ ინიციატივებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადობის მიდგომებსა და პრაქტიკას.