ფაბერი

„ფაბერი“ არის მოდის პირველი ქართული ონლაინპლატფორმა, რომელიც  აერთიანებს ადამიანებს, რომელთაც სურთ იყიდონ და გაყიდონ ტანსაცმელი, აქსესუარები და თავის მოვლის საშუალებები. კომპანიამ შექმნა ტექნოლოგიური, ლოგისტიკური, გადახდის დამუშავების, ავტორიზაციის და მარკეტინგის ეკოსისტემა, რომ ტანისამოსს ხელახალი გამოყენების შესაძლებლობა შექმნას და თან მხარი დაუჭიროს მდგრადი და ეთიკური ფასეულობებით მომუშავე ადგილობრივ ბრენდებს, რათა მათ კონკურენცია გაუწიონ მოდის ინდუსტრიას. 

„ფაბერზე“ გაყიდული ნებისმიერი საქონელი ავტორიზებულია. ავტორიზაციის ექსპერტებმა 40 000-ზე მეტ ნივთს წარმატებით გაატარეს ავტორიზაცია. 

„ფაბერი“ არის პირველი კომპანია, რომელსაც ჰყავს „ელჩები“, რომლებმაც რეგიონის უდიდეს სარეკლამო ფესტივალზე შექმნეს მდგრადი ინსტალაცია, მათ ადგილობრივ დიდ ბრენდებთან თანამშრომლობით საზოგადოების ძველი, საყვარელი ნივთებიდან შექმნეს გადამუშავებული კოლექცია. 

კომპანია ამჟამად რეგიონში ზრდის მასშტაბებს, ხელს უწყობს მოდის მიმოქცევას მეზობელ ქვეყნებში და განათლების გზით პასუხისმგებლობას უღვივებს მყიდველებს და ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, რომ იმავე ბიუჯეტით იყიდონ უკეთესი პროდუქტები და თან შეამცირონ მოდის ინდუსტრიის კვალი პლანეტაზე.