"თიბისი ბანკი"

პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი გახდა ციფრული სერვისების მიწოდება მომხმარებლებისათვის. ასეთი სერვისი უკვე დანერგილი იყო პანდემიის დასაწყისში „თიბისიში“ და შესაბამისად, ბანკმა იზრუნა, რომ კლიენტებისთვის უფრო კომფორტული და იაფი სერვისი შეეთავაზებინა. პროექტი დაიწყო 2020 წლის მარტში და დღესაც გრძელდება. 

პროექტის დაწყებისთანავე შესაძლებელი გახდა მობაილბანკით სარგებლობა საკომისიოს გარეშე. ასევე გაიზარდა თანხის უკონტაქტო გატანის ლიმიტი, რათა შემცირებულიყო მომხმარებლის შეხება აპარატებთან და ბარათთან. გაერთიანდა ყველა ციფრული შეთავაზება და ერთ სივრცეში - tbcforyou-ში განთავსდა. 

ფიზიკური მომსახურების სივრცეებში ადამიანთა ნაკადის შემცირების მიუხედავად, კომპანიამ შეძლო ციფრული არხების მეშვეობით მომსახურება და ამდენად, მთელი საქართველოს მასშტაბით საბანკო საქმიანობა გამართულად მიმდინარეობს.