ბიმ კუბი
კომპანია „ბიმ კუბის“ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია მდგრადი განვითარების პრინციპების დანერგვა და ხელშეწყობა როგორც კომპანიის შიგნით, ისე ქართულ სამშენებლო და საინჟინრო ინდუსტრიაში. კომპანიის საქმიანობა მაქსიმალურად ორიენტირებულია სამშენებელო ნარჩენების ოპტიმიზაციასა და გარემოს დაცვაზე, ქალთა გაძლიერებასა და მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობაზე.
კომპანიამ, გარემოსდაცვითი ნარჩენების შემცირების მიზნით, დანერგა BIM Technology, რაც ნახაზების გარეშე მშენებლობის ტექნოლოგიას გულისხმობს. ტექნოლოგიის გამოყენება ამცირებს ნახშირბადის ემისიას, რაც თავისთავად ხელს უწყობს გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას. სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობების საშუალებით კომპანია ცდილობს გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანის პოპულარიზაციას სამშენებლო და საინჟინრო ინდუსტრიაში.
კომპანიამ დანერგა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, ასევე სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკა, რომელიც არსებული შრომის შინაგანაწესის განუყოფელი ნაწილია. კომპანიაში დანერგილია გასაჩივრების მექანიზმები და თანამშრომლები აქტიურად იღებენ ინფორმაციას საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობებზე.
გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან, პროფკავშირებთან, შრომით ინსპექციასა და სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობით თანამშრომლებისათვის ტარდება შესაბამისი საგანმანათლებლო სემინარები. ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, ჯანმრთელობის დაზღვევა და მოქნილი სამუშაო გარემო ერთ-ერთი მექანიზმია თანამშრომელთა კმაყოფილების გასაზომად. წელიწადში ორჯერ ტარდება თანამშრომელთა გამოკითხვა, რაც კომპანიას ეხმარება ინკლუზიური და ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნაში.
კომპანიამ 2022 წელს, გლობალური შეთანხმების ქსელის ხელშეწყობით, დაატრენინგა თანამშრომლები და დანერგა გარემოს დაცვის პოლიტიკა.
2021 წელს კომპანია გახდა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრიKკომპანია, რაც კომპანიის პოლიტიკის – გავხადოთ სამშენებლო-საინჟინრო ბიზნესი მეტად უფრო მოქნილი – დამსახურებაა.
2022 წელს კომპანიამ ქალთა პროფესიული უნარების განვითარების ხელშესაწყობად საგანმანათლებლო კურსები დააფინანსა.
კომპანიაში გარემოსდაცვითი პოლიტიკის არსებობა ერთგვარი მაგალითი აღმოჩნდა სტეიკჰოლდერებისთვის, რაც მათ კომპანიებში გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების პოლიტიკის დანერგვაში გამოიხატება.
BIM Technology-ის საშუალებით მოხდა სამშენებლო და დემონტაჟისას წარმოქმნილი ნარჩენების ეფექტურად მართვა. მომხმარებლისთვის სწორი და მომგებიანი ინფორმაციის მიწოდება ხელს უწყობს სამშენებლო პროცესის უფრო მეტად მოქნილობასა და გამჭვირვალობას.