ლიბერთი ბანკი
2022 წელს „ლიბერთი ბანკის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება სტრატეგიულ მიმართულებად დასახელდა. სწორედ ამიტომ ლიბერთის გუნდს შემოუერთდა თამარ ზაქარიაძე, რომელსაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. თამარის აქტიური ჩართულობით და „ლიბერთი ბანკის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით განისაზღვრა CSR-ის პრიორიტეტული მიმართულებები და დაიწყო სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება.
CSR მიმართულების გასაძლიერებლად, თამარ ზაქარიაძის ინიციატივით შეიქმნა ლიბერთის CSR საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალისტებისა და საჯარო სექტორის აქტიურ ჩართულობას ბანკის CSR პროექტებში.
2022 წლის გაზაფხულიდან ბანკი ახორციელებს მობილური კლინიკების ინოვაციურ პროექტს MY DOC, რის შედეგადაც, უფროსი თაობის ადამიანებისთვის შესაძლებელი გახდა უფასო მაღალტექნოლოგიური სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვა და მისაწვდომობის უზრუნველყოფა გახდა ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულება. ამ ეტაპზე, „ლიბერთის“ მენეჯმენტის ჩართულობით უკვე ჩატარდა მისაწვდომობის შეფასების პროცესი და შემუშავდა სტრატეგიის დოკუმენტი.
თამარ ზაქარიაძის ინიციატივით „ლიბერთი“ გახდა GLOBAL COMPACT-ის წევრი, დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
თამარ ზაქარიაძე აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს CSR კონცეფციის გაცნობას და მის პოპულარიზაციას ახალგაზრდებსა და ბიზნესსექტორში დასაქმებულ ადამიანებში. იგი მუდმივად ცდილობს წაახალისოს „ლიბერთის“ თანამშრომლები და უფრო აქტიურად ჩართოს ისინი CSR პროექტებში.
თამარი განვითარებაზე ორიენტირებული მენეჯერი და თავის საქმეზე შეყვარებული პროფესიონალია.