"ფილიპ მორის საქართველო“

„ფილიპ მორის საქართველოს“ ინიციატივა “Ubi Concordia, Ibi Victoria - ისტორიის შექმნის პროცესი პანდემიის პირობებში“ შეიქმნა თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით, რადგან თანამშრომელთა კეთილდღეობა PMG-ის უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ პანდემიის პირველივე დღიდან კომპანიამ შეიმუშავა ინიციატივა, რომლის მიზანი სტრესის დაძლევა, ახალ რეალობასთან გამკლავება და გუნდის მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება იყო. 

პროექტი ოთხი კომპონენტისგან შედგებოდა: უსაფრთხოება, მენტალური კეთილდღეობა, მოტივაცია, მხარდაჭერა. 

კომპანიას ჰქონდა მიზანი შექმნილიყო ისეთი სივრცე, სადაც ყველა თანამშრომელს ექნებოდა უსაფრთხოების განცდა და იგრძნობდა კომპანიის მხარდაჭერას. მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება „გონივრულ სამუშაო“ წესების შესახებ, რომელიც ეხმარებოდა თანამშრომლებს  სამუშაოსა და ოჯახს შორის იდეალური ბალანსის შენარჩუნებაში.

კომპანიის 45 თანამშრომელი გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.  თანამშრომლების ჩართულობისა და ენთუზიაზმის შედეგად, პანდემიის პირობებში ონლაინრეჟიმში აღინიშნა 14 დაბადების დღე, გაიმართა 10 ციფრული „შესვენება ყავით“ და ჩატარდა 23 არაფორმალური შეხვედრა ვირტუალურ ოთახში.

 „ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“ (PMI) პანდემიის პერიოდში ჩაატარა სხვადასხვა თემატიკას მიძღვნილი ონლაინსემინარები. გაიმართა რამდენიმე გლობალური სამიტი. თანამშრომელთა ბავშვებისთვის მოეწყო „საზაფხულო ბანაკი“.

განხორციელებული ინიციატივის ეფექტურობაზე მეტყველებს პანდემიის პერიოდში 22 ქულით გაუმჯობესებული თანამშრომელთა ლოიალობის ინდექსი (Employer Net Promoter Score).