Hilton Batumi

Covid-19-ის პანდემიის პერიოდში (პირველი ტალღა) სასტუმრო „ჰილტონ ბათუმი“, რეგულაციების თანახმად, დაიხურა. სასტუმრო ვერ მასპინძლობდა სტუმრებს, არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა და მის 136 თანამშრომელს ხელფასის გარეშე დარჩენა ემუქრებოდა.   

კომპანიის მენეჯმენტმა მიზნად დაისახა ამ მძიმე პერიოდში გვერდით დადგომოდა თანამშრომლებს და დახმარებოდა მათ პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადალახვაში. კომპანია ევროპული  და ამერიკული სტანდარტებით იმართება, რაც კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიამ რამდენიმე მიმართულებით დაიწყო მოქმედება. გამოიყო 13 000 ევრო, რომელიც თანამშრომელთა ფინანსური დახმარების სახით გაიცა. კომპანიამ პირველი შეზღუდვების პერიოდში 70 თანამშრომელს გაუწია ფინანსური დახმარება, ხოლო 120 თანამშრომელს სასტუმროში არსებული მარაგი - საკვები პროდუქტები გადასცა.  კომპანია თანამშრომლებს, საერთო ჯამში, 4000 კილო საკვები პროდუქტებით დაეხმარა. 

 არსებული ინიციატივების შესახებ ინფორმაციის ყველა თანამშრომლისთვის გასაზიარებლად „ჰილტონ ბათუმმა“ შექმნა თანამშრომლების დიდი ჯგუფი აპლიკაციაში WhatsApp და ამ გზით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია ინიციატივებისა და ვირუსის შესახებ. ამ ჯგუფის საშუალებით კომპანიამ ბევრი მადლიერი თანამშრომლის წერილიც მიიღო.