განაცხადის წარდგენა
გთხოვთ გაგზავნოთ შევსებული განაცხადი Word-ის ფორმატში და თანდართული მასალა მისამართზე: csrawards@meliora.ge
არ დაგავიწყდეთ, რომ განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოთ:
- განაცხადის გასამყარებელი საბუთები და მტკიცებულებები;
- კომპანიის დეკლარაცია, ამობეჭდილი კომპანიის ბლანკზე, ხელმოწერილი აღმასრულებელი დირექტორის (ან შესაბამისი თანამდებობის პირის) ან განაცხადის წარდგენაზე პასუხისმგებელი პირის მიერ და დასკანირებული; დეკლარაციით კომპანია ადასტურებს, რომ განაცხადში ასახული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს;
- პარტნიორის ხელმოწერილი და დასკანირებული დეკლარაცია - იმ შემთხვევაში, თუკი თქვენს განაცხადში ნახსენებია სხვა ორგანიზაციასთან პარტნიორობა; დეკლარაციით პარტნიორი ორგანიზაცია ადასტურებს, რომ განაცხადში ასახული ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს;
- თქვენი კომპანიის ლოგო, მოწოდებული მაღალი რეზოლუციის ფაილით (png ან ვექტორულ ფორმატში);
- სულ მცირე ერთი ფოტო, რომელიც ასახავს წარდგენილ პროექტს და გამოყენებული იქნება კონკურსის საკომუნიკაციო მასალებში (png ან ვექტორულ ფორმატში).
დაიჭირეთ თადარიგი, რომ შეავსოთ განაცხადი ბოლო ვადის ამოწურვამდე (2024 წლის 20 თებერვლამდე).