ჯგუფურ ან ინდივიდუალურ კონსულტაციაზე რეგისტრაცია (არასავალდებულო)
განაცხადის შემოტანამდე, აპლიკანტს ვურჩევთ დარეგისტრირდნენ ჯგუფურ ან ინდივიდუალურ კონსულტაციაზე და გაიგონ მეტი კონკურსის პირობების, განაცხადის შევსებისა და შეფასების პროცესებზე.
პროექტის ორგანიზატორები კონსულტაციას გაუწევენ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სააპლიკაციო ფორმის შევსებასა და შეფასების კრიტერიუმებზე. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა განიხილოთ თქვენი პროექტი CSRDG -ის წარმომადგენლებთან და მიიღოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე.
თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ კონსულტაციაზე. კონსულტაციები ჩატარდება 2024 წლის იანვარსა და თებერვალში. ზუსტი თარიღები და კონსულტაციების ადგილი გამოქვეყნდება კონკურსის ვებ-გვერდზე.
გთხოვთ გახსოვდეთ, რომ:
კონსულტაციაზე დასწრება არ არის სავალდებულო - კონკურსის ორგანიზატორები მონაწილეებს აძლევენ შესაძლებლობას მიიღონ მეტი ინფორმაცია კონკურსის შესახებ და წარმოადგინონ ძლიერი განაცხადი. თქვენი გადასაწყვეტია, გამოიყენებთ თუ არა ამ შემოთავაზებას. მიუხედავათ იმისა, დაესწრებით თუ არა კონსულტაციას, თქვენ მაინც შეგიძლიათ შემოიტანოთ განაცხადი