კომპანია „კლიპარტი“ დღეს არის ადგილობრივ ბაზარზე არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედიაჰაბი, რომელსაც შესაბამისი მედიაშესყიდვებისა და მედიაგანთავსების რესურსი აქვს. ბოლო 9 წელია კომპანია მხარს უჭერს კერძო სექტორში მოქმედი კომპანიების CSR-პროექტების პოპულარიზაციას, რაც გამოიხატება უფასო ონლაინმედია გაშუქებით და მედიაწარმომადგენლებთან კომუნიკაციის ლობირებით.
„ჰილტონ ბათუმი“ არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია _ სასტუმრო, რომელსაც მართავს „ჰილტონ გლობალი“. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანთა მხარდაჭერა, სოციალური ინტეგრაციისა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობების უზრუნველყოფა წარმოადგენს კომპანიის ESG (Environmental, Social, Governance) მისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს და გულისხმობს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის შესაძლებლობების მექანიზმების შეთავაზებას და კარიერული განვითარების ხელშეწყობას.