ფაბერი
მდგრადობის შესახებ ცნობიერება საკმაოდ დაბალია საქართველოში, განსაკუთრებით, მოდის შესახებ, რომელიც მეორე ყველაზე მავნე ინდუსტრიაა მსოფლიოში. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კომპანიამ შეექმნა მრავალენოვანი სოციალური და მედია პლატფორმა The Devil Wears Responsibly (TDWR), რომელიც მხოლოდ მოდის მდგრადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, განათლებასა და ინსპირაციაზეა კონცენტრირებული.
პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობთ ყველა სიახლეს, რაც მსოფლიოში ხდება მდგრად მოდასთან დაკავშირებით და ეხმარება ყველა მკითხველს გახდეს მოდის აქტივისტი. სიახლეები მოიცავს ბრენდებს, ტექსტილს, თანამშრომლობას, საგანმანათლებლო ასპექტებს და რჩევებსა და ხრიკებს ყოველდღიური მდგრადი ცხოვრებისთვის.
2022 წლის ოქტომბრიდან, ყოველგვარი აქტიური მარკეტინგის გარეშე, პლატფორმას 30 000-ზე მეტი ყოველდღიური მკითხველი და მიმდევარი ჰყავს სოციალური მედიის ყველა ანგარიშზე, სადაც 500-ზე მეტი პოსტი, სტატია და სიახლეა.
„ფაბერი“ არ არის მხოლოდ ბიზნესი, ეს არის პასუხისმგებელი ბიზნესი, რომელსაც მოაქვს ღირებულებები და ხედვები რეგიონულიდან გლობალური მიმართულებით. გუნდის რწმენით, მოდამ უფრო დიდხანს უკეთესი მომავლისთვის უნდა იცოცხლოს. კომპანიის მთავარი მიზანია მოდის მდგრადი, ეთიკური მომავლისკენ წარმართვა.