ლივინგსტონი

2022 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით კომპანიამ შექმნა კამპანია პიროტექნიკის გამოყენების შედეგების საჩვენებლად. გაკეთდა გარე ინსტალაცია, სადაც მკვდარი ფრინველი დაეცა, შემოხაზული იყო ცარცით, როგორც ხდება ხოლმე დანაშაულის ადგილის შემოხაზვა. მიზანი იყო, რომ ფართო საზოგადოება პიროტექნიკის გამოყენების შედეგებზე დაფიქრებულიყო. 

კომპანიამ სოციალურ მედიაში გააზიარა გარემოსდაცვითი ინფოგრაფიკები, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ რა ზიანის მოტანა შეუძლია პიროტექნიკას ადამიანებისთვის, ფრინველებისთვის, შინაური ცხოველებისთვის, გარემოსთვის. 

კომპანიამ წარმატებით მოახერხა საკმაოდ ბევრი ადამიანის აზრი შეეცვალა. ხალხის ჩართულობა მკვეთრად გაიზარდა არა მხოლოდ ქუჩებში, არამედ ონლაინაც. გარე აქტივობებმა უბიძგა მოსახლეობას, რომ გაეზიარებინა პოსტები სოციალურ მედიაში. საინფორმაციო წყაროებიც ჩაერთნენ და კამპანიის შესახებ სტატიებიც დაიწერა. 

0 დოლარის მედიაბიუჯეტით კამპანიამ  400 000 ადამიანამდე მიაღწია. 

თითოეული ადამიანი, ვინც მოისმინა და პიროტექნიკის გამოყენებაზე თქვა უარი, არის პოზიტიური ცვლილება, რომელიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ცხოველებს.