გრინვეი საქართველო
კომპანია „გრინვეის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო შეექმნა სხვადასხვა ფორმის საკომუნიკაციო გზავნილები, რომლებიც დაანახებდა ხალხს ტექდათვალიერების მნიშვნელობას და აუცილებლობას საკუთარი თუ სხვა ადამიანების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის.
პროექტი 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით განხორციელდა. პირველ ეტაპზე, ჩატარდა პრინტკონკურსი, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია „ACAG” -თან ერთად. გამარჯვებული ნამუშევრები დაიბეჭდა პოსტერების და სტიკერების სახით, რომელიც განთავსდა კომპანიის ფილიალებში. პროექტის მეორე ეტაპზე კომპანია გრინვეის სოციალურ გვერდებზე, აქტიურად თავსდებოდა გრინვეის მომხმარებლების ფოტოები და მათი კომენტარები, თუ რატომ ატარებენ ტექდათვალიერებას. პროექტის მესამე ფაზაში კი დაიწყო ზოგადი საინფორმაციო პოსტერების მომზადება და გავრცელება, მომზადდა ვიდეო მასალა საგზაო უსაფრთხოების და გამართული ავტოტრანსპორტის მნიშვნელობაზე. პროექტის დასასრულს კომპანია Movement-თან თანამშრომლობით, შეიქმნა შემაჯამებელი ვიდეო გზავნილი გრინვეისგან ახალ წელს. ვიდეოში იდეურად გაერთიანდა პროექტის მთავარი მიზანი და მესიჯი.
პარალელურად პროექტის ფარგლებში საახალწლოდ დამზადდა ეკო მეგობრული მასალებისგან კალენდრები, ბლოკნოტები და სხვა მასალა, რომელიც დაეგზავნა ყველა პარტნიორს, თანამშრომელს და დაურიგდა გრინვეის მომხმარებელს ახალი წლის დღეებში.
ფილიალებში დარიგებულ სტიკერებს და პოსტერებსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს, ძალიან ბევრ მანქანას ვხვდებით ამ კამპანიის სტიკერებით , რაც პროექტის წარმატებულობაზე მიუთითებს.