ჯეო მულჩი
კომპანიის საქმიანობის სფეროა ხის და ხის ნარჩენების მოპოვება, მათი გადამუშავება და ბიოორგანული სასუქი მულჩის შექმნა.
პროექტის ფარგლებში, კომპანია 2022 წლიდან - დღემდე, თანამშრომლობს სსიპ ველური ბუნების სააგენტოსთან, მათ ტერიტორიაზე ხდება სანიტარული ჭრის შედეგად მორჩენილი ხე მასალის შეგროვება და გადამუშავება. ნედლეული საწარმოო ტერიტორიაზე მიდის, სადაც გადის კომპოსტირების პროცესს და ხდება მეორადი და მესამედი გადამუშავების შედეგად პროდუქტის საბოლოო სახის მიღება.
2022 წელს კომპანიის მიერ მოპოვებული იქნა 700 კუბამდე ხის ნარჩენი და დამზადდა 500 კუბამდე ბიოორგანული მულჩი, რომელიც გამოყენებული იქნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
აღნიშნული პროცესით ხდება ბიოლოგიურად სუფთა, მაღალკონკურენტიანი პროდუქციის წარმოების განვითარება და ხელი ეწყობა დეგრადირებული ნიადაგების აღდგენას, რაც შემდეგში გამოიწვევს სოფლად დასაქმებულთა ბიოწარმოებისადმი მოტივაციის გაზრდას და დადებითად აისახება როგორც მათ ეკონომიკურ შემოსავლებში, ასევე ხელს შეუწყობს დასაქმებულთა ყოველწლიურ რაოდენობრივ ზრდასაც.
სამომავლოდ, კლიმატური ცვლილებებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდება სასოფლო სამეურნეო სავარგულებში ბიობაქტერიული სასუქების გამოყენება, ამ მხრივ კომპანიის მიერ შექმნილი ახალი სასუქი, წარმოადგენს ხვალინდელ დღეს დეგრადირებული ნიადაგის აღდგენისა და მცენარეების იმუნიტეტის ამაღლება-გაჯანსაღების მიმართულებით.